ლაშქრობა ბედიანში
როგორც კი ლაშქრობაზე წასვლა გადავწყვიტეთ, ჩვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა - უკანა პლანზე გადავიდა ამქვეყნიური ამაოებები, შემოვიდა წელთაღრიცხვის ახალი სისტემა - წასვლამდე და ჩამოსვლის შემდეგ, და საერთოდ ყველა მოვლენა განიხილება იმ თვალსაზრისით, თუ რა მიმართებაშია ეს მოვლენა ჩვენს დაგეგმილ ლაშქრობასთან.
როგორც კი ლაშქრობაზე წასვლა გადავწყვიტეთ, ჩვენი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა - უკანა პლანზე გადავიდა ამქვეყნიური ამაოებები, შემოვიდა წელთაღრიცხვის ახალი სისტემა - წასვლამდე და ჩამოსვლის შემდეგ, და საერთოდ ყველა მოვლენა განიხილება იმ თვალსაზრისით, თუ რა მიმართებაშია ეს მოვლენა ჩვენს დაგეგმილ ლაშქრობასთან.
მიუხედავად
ყველაფრისა,
ეს
სულაც
არ
გვიშლის
ხელს
ზოგჯერ
ისეთი
რამ
გამოგვრჩეს
მხედველობიდან,
რასაც
შემდეგ
ხალისით
მოვყვებით
ხოლმე
მყუდრო
ვითარებაში,
მაგრამ
ღმერთმა
დაგვიფაროს
მეორედაც
მაგნაირი
ხალისობისაგან
(როგორც
ერთხელ
წყლის
წაღება
დაგვავიწყდა
დიდად
უწყლო
ადგილებში J).
სახალისო ხალისობები ლაშქრობას არასოდეს არ აკლია და გასახსენებელადაც ყოველთვის კარგია, მითუმეტეს თუ
თან მობილური ტელეფონი და აპარატების მთელი აღჭურვილობა გაქვს წაღებული, რასაც თან
ერთვის უამრავი საინტერესო და სახალისო ფოტო, რომელიც ყოველთვის გაგახსენებს
ლაშქრობში გატარებულ მხიარულ და სახალისო წუთებს და მუდამ ჩვენს მეხსიერებაში დარჩება. J
ლაშქრობა
რამდენიმე დღით
ადრე დავგეგმეთ.
მიუხედავად გადაბმული
წვიმებისა, დათქმულ
დღეს მზემ
გამოანათა და
მშვენიერი ამინდიც
გამოვიდა.
პირველად მივედით ერთ გამორჩეულ
ადგილას, სადაც მწვანეში ჩაფლული უძველესი
მონასტერი იყო,
გარშემო ხეებით, დაფარული
მთები და
ჭალებით. მწვანე მონასტერი,
რომელიც მყუდროებას მოეცვა და ადამიანსაც თავისებურ სამშვიდეს ჰგვრიდა. მართალია, მონასტერში
ყოფნა არ
მომბეზრდებოდა,
მაგრამ მალევე
რომ არ
წავსულიყავით, ტყეში დაგვიღამდებოდა.
ხეებით
დაბურული, კლდეებზე
დახლართული საცალფეხო
ბილიკი, ჰორიზონტზე
მწვანეში ჩაფლული
მთები, უფსკრულისფერი
ხეობები და
ჩამავალი მზით
მეწამულისფრად განათებული მიდამო.
როგორ შეიძლება
ასეთ ადგილას
მიდიოდე და
ბუნების
სილამაზეს არ შეიგრძნობდე.
ადიდებული, ტალახიანი მდინარე, ტყე, დაბურული
ბილიკები, ეს ყველაფერი ფეხით ავიარეთ და
მივადექით ერთ უძველეს ციხეს, რომელიც მიუვალი ადგილებით გამირჩეოდა, მაგრამ
ზემოდან, რომ გადავიხედეთ არაჩვეულებრივი ხედი გადაიშალა, მაშინ კი ვიფიქრეთ, რომ
ამ ადგილას ამოსვლა ამდენ წვალებად მართლაც ღირდა. ლაშქობამ
ძალზე კარგი
შთაბეჭდილება დაგვიტოვა.
25.05.2014 წ.
მარე მარგველაშვილი
No comments:
Post a Comment